აბაშას უეფა-ს 2017 წლის ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის თასი ესტუმრა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილ ბავშვებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალება ქონდათ თასთან გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები. თასი ჩემპიონატის ელჩმა ზურა ხიზანიშვილმა ჩამოიტანა, მას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეეგებნენ. ზურა ხიზანიშვილმა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბავშვები მათ მიერვე შერჩეულ თამაშზე დაპატიჟა.
დღესვე, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა გადამზადების კურსების სკოლის სპორტის მასწავლებლებისათვის. „ფეხბურთი სკოლებში" მონაწილეობას ათასამდე სკოლის მასწავლებელი იღებს. მისი მიზანი ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.