„სანდრა რულოვსის სკრინინგ-პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი ქალი შეიწირეს - მცდარ დიაგნოზებს უსვამდნენ და საოპერაციო მაგიდისკენ ისტუმრებდნენ", - ამ თემაზე სააკაშვილის რეჟიმის უკანონო პატიმარმა და „საერთო გაზეთის" ჟურნალისტმა ქეთევან ზარნაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„საქმეში მონაწილეობდა სამედიცინო დეპარტამენტის მაშინდელი ჯალათი დირექტორი დავით ასათიანი. ოპერაციებში დიდი ფული თეთრდებოდა! პატიმარ ქალებს მიყოლებით აჭრიდნენ ქალურ ორგანოებს, ეუბნებოდნენ - სიმსივნე გჭირთ, გათავისუფლებამდე კიბო მოგკლავთო და მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ - უფასო ოპერაციების გაკეთებას თანხმდებოდნენ... არ გამოვრიცხავ, რომ სკრინინგის ფარგლებში პატიმრების ორგანოების რეალურ მდგომარეობას მართლაც აფასებდნენ, რომ შემდეგ ის პატიმარი მოეკლათ და ორგანოების დონორად გამოეყენებინათ! პატიმრებზე პირდაპირ, სამედიცინო ექსპერიმენტები ტარდებოდა.
სანდრას ეგიდით მოქმედებდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ძირითადად, გაყალბებული დიაგნოზები ისმებოდა და პირადად მე "დამიდგინეს" ტუბერკულოზის უიშვიათესი ფორმა, ხოლო როცა ოპერაციის გაკეთებაზე სასტიკი უარი განვუცხადე, მორალურად გატეხვის და დაყოლიების მიზნით ციხეში ცალკე ციხე - მომცრო საკანი ამიშენეს, იქ მომათავსეს და ჯალათი დირექტორის, მედიკო ალანიას ბრძანებით სრულ იზოლაციაში მომაქციეს. ალბათ მომკლავდნენ და სენს დააბრალებდნენ! მაგრამ „ასავალ-დასავალის" პუბლიკაციების ფონზე მკვლელობა ვეღარ გაბედეს! ხოლო როცა გავთავისუფლდი, სრული სამედიცინო შემოწმება გავიარე და ჯალათების დასმული დიაგნოზი აბსოლუტურად ყალბი აღმოჩნდა! ახლაც ხელთ მაქვს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიაგნოზი და თანაც, როგორც ხედავთ, ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ!
მას მერე, რაც მე „ასავალ-დასავალის" საშუალებით გავიბრძოლე, ათამდე პატიმარ ქალს ჩემს მსგავსად ეჭვი შეეპარათ მათთვის დასმული დიაგნოზების სისწორეში. გადაამოწმეს და არც მათი, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი დიაგნოზი დადასტურდა, რამაც ისინი ოპერაციისგან იხსნა, თორემ ჯალათი ექიმების სკალპელი არ აცდებოდათ!", - აცხადებს ქეთევან ზარნაძე.