logo_geo
eng_logo
პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა
- +

26 ივნისი. 2017. 11:13



პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.


დაშავებულები საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას. 51 ადამიანს 70%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბენზინმზიდი ჯერ გადაბრუნდა და შემდეგ აალდა. მანქანის გადაბრუნებისთანავე ადგილობრივებმა დაღვრილი ბენზინის შეგროვება დაიწყეს.


თვითმხილველების თქმით, ბენზინის აალების მიზეზი, შესაძლოა, სიგარეტი იყო, რომელსაც ავარიის ადგილზე მისული რამდენიმე ადამიანი ეწეოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner