logo_geo
eng_logo
ციხისძირში პარკის გაშენება დაიწყო!
- +

7 აპრილი. 2016. 22:49


ციხისძირში, საიდანაც ასწლოვანი ტიტას ხე გადარგეს, პარკის გაშენება დაიწყო. პარკში 150-ზე მეტი იშვიათი ჯიშის ხე დაირგვება, რომელიც  პარკისთვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.


არსებული ინფორმაციით, პარკში, რომელიც 4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება, დაირგვება 20 ლილეოდენდრონი (ტიტას ხე), 10 სექვოია, 10 მეტასექვოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კიპარისის იშვიათი ჯიშის ხე, 10 იაპონური სოფორა, ჰიმალაის და ატლასის კედრები, ფოტინიები და სხვა...


კომპანია „ზიმომ" ახალ პარკში მცენარეების დარგვა დღეს დაიწყო. სავარაუდოდ, პარკის კეთილმოწყობა ერთ თვეში დასრულდება.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner