მუსიკოსი რომა რცხილაძე 9 აპრილს სანკტ- პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების" ვიზიტს აფასებს და გადაცემა „პრიორიტეტში" აცხადებს, რომ მუსიკოსები და ხელოვანები ერთგვარი ელჩები არიან, რომლებმაც საქართველოს კულტურა ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გაიტანონ.
რცხილაძემ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მოუწოდა, ნუ ჩარევენ ხელოვანებს პოლიტიკაში:
„მუსიკოსები, ჩვენ ვართ ელჩები. რა მნიშვნელობა აქვს სანკტ- პტერებურგში, სიდნეიში თუ „ჯანდაბაში" იქნება ეს კონცერტი? ჩვენ ვართ ელჩები.
მე მაგალითად მრცხვენია, რომ დღეს, XXI-ე საუკუნეში ვლაპარაკობთ ამ თემაზე. ყველაზე დიდი იარაღი და ყველაზე ჯანსაღი დიპლომატია ეს არის ის ენა, ის ბრძნული დამოკიდებულება, რაც ჩვენს ერს ჰქონდა. არ ვიცი ამ ბოლო პერიოდში სად გაქრა ეს სიბრძნე, ეს დიპლომატია.
პოლიტიკსები მოდიან და მიდიან, ისინი არავის აღარ ეხსომება. საქარათველოში ყოველი დღე 9 აპრილია. 9 აპრილია ეს ჩვენი უგუნური, არა დიპლომატიური დამოკიდებულება ჩვენს მეზობლებთან. მთელს მსოფლიოში ჩვენ ვერ გამოვნახეთ ჩვენი ადგილი. ნუ ჩაგვრევენ მუსიკოსებს ამ პოლიტიკაში!"- განაცხადა რცხილაძემ.