მთავარი პროკურატურის განცხადებით, ახალციხეში დაკავებულ პირს სექსუალური ხასიათის დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება
„ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ჰ. ფ. ქ. - ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქ. სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ბრალდებულმა ჰ. ფ. ქ.-მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს", - აცხადებენ მთავარი პრკურატურის პრესსამსახურში.
მუხლი, რომლითაც ბრალდებულს ედავებიან, სქესობრივი კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას ითვალისწინებს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.