logo_geo
eng_logo
მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლებაზე 996 ოქმი დაიწერა
- +

1 ივლისი. 2017. 20:44



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, ქულათა ახალი სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის შემდეგ, დაიწერა 1586 ოქმი, აქედან 996​ ქულებიანი ოქმია.


ქალაქ თბილისში და რეგიონებში პირველი ივლისის ღამის 12 სთ-დან, 15:00 საათამდე დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996",- განუცხადეს საზოგადოებრივს შსს-ში.


დღეიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.


საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner