logo_geo
eng_logo
შსს-მ კანონიერი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

3 ივლისი. 2017. 12:46



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში" აღიარებულია „კანონიერ ქურდად". დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში".


გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner