logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინასა და სხვა რეგიონებში
- +

6 ივლისი. 2017. 18:00



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს ახორციელებს საერთაშორისო არენაზე და მტრულად განწყობილ რეჟიმებს უჭერს მხარს.


ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მტრულად განწყობილი რეჟიმების, მათ შორის სირიისა და ირანის მხარდაჭერა და შეურთდეს პასუხისმგებელი ერების საზოგადოება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner