logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: უდუმაშვილის არჩევით საქართველოს მნიშვნელოვანი „ზაალი“ მიადგება!
- +

10 ივლისი. 2017. 18:40



ჟურნალისტმა გია გაბრიჭიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილზე ისაუბრა:


„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ზაალ უდუმაშვილი არის არა ჟურნალისტი, არამედ იყო საეკრანო ბუტაფორია, რომელიც სხვის დაწერილ და სააკაშვილ-ბოკერიასთან შეთანხმებულ ტექტებს კითხულობდა. თბილისს არ სჭირდება ისეთი მერი, რომელიც სხვისი კარნახით მიიღებს ბიუჯეტს და მოადგილეებსაც სხვისი კარნახით დაინიშნავს. საქართველოს სწორედ ასეთი კაცის დანიშვნით მიადგება დიდი „ზაალი" (ზარალი). ეს იგივეა, რომ ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელად დამნიშნონ მძლეოსნობაში. ვისაც ზალიკო გარეგნობით მოსწონს, იმათ სახლში ჩამოიკიდონ მისი პლაკატები...

 

რაღაც არ მახსოვს ზალიკოს გამოვარდნები გლდანში ეკლესიის დარბევის, ან 26 მაისს ხალხის ქუჩაში ცემის დროს", - განაცხადა გია გაბრიჭიძემ


ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის გაბრიჭიძისთვის ყველაზე მიუღებელი ძალა აღნიშნულ არჩევნებში, გია გაბრიჭიძე შემდეგნაირად პასუხობს:

 

„ხალხმა ყურადღება უნდა გაამახვილოს გიგა ბოკერიაზე, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მისი კანდიდატი ვერ გავა, მაგრამ დრო გაჰყავს, ხან ხანძარზე ამახვილებინებს ხალხს ყურადღებას, ხან - მთავრობის უნიათობაზე, თვითონ კი სამომავლოდ ველს ისუფთავებს, რათა ხალხს მისი ქმედებები დაავიწყდეს", - აღნიშნავს გია გაბრიჭიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner