logo_geo
eng_logo
კახა ქემოკლიძე: უკანონო პროცესი ამჯერად არ არის დაფიქსირებული…
- +

11 ივლისი. 2017. 20:28


 

„საოკუპაციო ხაზზე ქარელში, ოთხი სოფლის - ავლევის, თამარაშენის, ცერონისისა და კნოვლევის მიმართულებით ფიქსირდება ე.წ. ცეცხლგამყოფი ზონები, რომელიც წარმოადგენს ბორდერიზაციის უკანონო პროცესის ერთ-ერთ ფაზას", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ განუცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული უკანონო ქმედება განხორციელდა დაახლოებით 2 კვირის წინ. მსგავსი ტიპის ქმედებები, ჩვენი შეფასებით, უხეშად არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას.


ბორდერიზაციის პროცესის 4 ფაზა არსებობს - მავთულხლართებით დაიწყო, გაგრძელდა ე.წ. მწვანე ღობეების დამონტაჟებით, შემდეგ ეს გადაიზარდა მწვანე ბანერების დამონტაჟებაში და ბოლო ფაზას წარმოადგენს ე.წ. ცეცხლგამყოფი ზონები, რომელიც კლასიკური გაგებით არის ბორდერიზაციის უკანონო პროცესის ნაწილი.


„ჩვენი შეფასებით, უკანონო პროცესი ამჯერად არ არის დაფიქსირებული ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის მიუყვება ე.წ. ძველ საოკუპაციო ხაზს", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner