logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე სასტუმროს მფლობელებზე: ამ ადამიანებმა ბოდიში მაინც უნდა მოუხადონ თავიანთ მსხვერპლებს
- +

9 აპრილი. 2016. 17:48



„არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც კერძო მფლობელს, მათ შორის სასტუმროს მეპატრონეს, დაავალდებულებდა, რომ მის საკუთრებაში მყოფი ტერიტორია ან ნაგებობა სპეცსამსახურებს დაუთმოს ფარული გადაღებებისთვის. ასეთ გადაწყვეტილებას ვერც სასამართლო მიიღებს", - ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სასტუმროს მფლობელებმა ბოდიში მაინც უნდა მოუხადონ საზოგადოებას და მსხვერპლებს.

 

„ასე რომ, გინდა-არ გინდა, სასტუმროს მფლობელი თუ მომსახურე პერსონალი, რომელიც ხელს უწყობს ფარულ გადაღებას და გამიზნულად უშვებს სტუმარს „დანაღმულ" ოთახში, შეიძლება შემდგომში შეიწყალონ სხვადასხვა გარემოებათა გამო ან მათზე ამნისტია გავრცელდეს, თუმცა, მანამდე აუცილებლად უნდა მოხდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და შეფასება.

 

ამავე დროს ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, ვინაიდან მათ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და ბევრი რამ იციან.

 

P. S. ამ ადამიანებმა ბოდიში მაინც უნდა მოუხადონ საზოგადოებას და თავიანთ მსხვერპლებს. არ შეიძლება მათი დანაშაულის გამართლება იმით, რომ ცუდი დრო იყო და რა ექნათო. რომ დაევალებინათ, სტუმრებს ყავაში საწამლავი ჩაუყარეთო, ჩაუყრიდნენ?! თუმცა, ვინ იცის?!

 

P.P.S.სხვათა შორის, დაზარალებულმა მორალური ზიანისთვის სასამართლოში რომ უჩივლონ სასტუმროს მფლობელებს, შეიძლება იმდენი ფული მოუგონ, რომ სასტუმროს გაყიდვა არ ეყოს მის გადახდას", - წერს მაღლაფერიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner