logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩემო პოლიციელებო - კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა მცველი!
- +

24 ივლისი. 2017. 04:01



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პოლიციას მიმართავს. აღნიშნული განცხადება მის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:

 

„ჩემო პოლიციელებო!

 

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და სტუმრის მცველი, დგახართ და ყოველთვის იდგებით მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ესაა შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ღირებულება და თქვენ - ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იმედი და ძალა. ასე, მხარდამხარ უფრო მეტს მივაღწევთ. მადლობა!" - წერს მღებრიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner