logo_geo
eng_logo
„საია“-ს იურისტის თქმით, კანონი შეკრების მონაწილისთვის იარაღის ტარებაზე გამონაკლისს არ უშვებს
- +

25 ივლისი. 2017. 00:15


 

„საია"-ს იურისტი გიორგი გოცირიძე ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.

 

ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა.

 

აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს", - განმარტა გიორგი გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა. როგორც კახიძემ განმარტა, მას აქვს იარაღის ტარების უფლება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner