საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი - აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, 1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.