logo_geo
eng_logo
„ბავშვთა სამყაროს” დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

28 ივლისი. 2017. 19:32


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 000-ლარიანი გირაო, ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.


პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. გიორგი მუჯირის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებებით დასტურდება, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები და იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, თავად ბრალდებულები კი ბრალს არ აღიარებენ.


ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა კონკრეტულ თანხას ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სს სავაჭრო სახლი "ბავშთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი გუშინ დააკავა.


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner