logo_geo
eng_logo
მაშველებმა შტორმის დროს 11 ადამიანი გადაარჩინეს
- +

30 ივლისი. 2017. 21:35



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს, 5 ბალამდე შტორმის დროს, 11 ადამიანი გადაარჩინეს.


„შსს-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მყოფმა წყალზე მაშველებმა დღეს დილიდან 11 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5 ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე გამოიყვანეს", - აცხადებენ უწყებაში. 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია. „მიუხედავად ამისა, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს", - აცხადებენ სააგენტოში.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ მაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს, არ დატოვონ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან მანამდე, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები.

 

„ამჟამად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ნარჩუნედება - ფიქსირდება 4 ბალამდე შტორმი. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner