logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: სექტემბერში, 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს!
- +

30 ივლისი. 2017. 23:38


რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 1-ელ სექტემბერს რუსეთის დატოვება 755 ამერიკელ დიპლომატს მოუწევს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.


„ათასობით თანამშრომელი - დიპლომატი და ტექნიკური პერსონალი ჯერ კიდევ მუშაობდა რუსეთში. სექტემბერში 755-მა უნდა დატოვოს რუსეთი", - განაცხადა პუტინმა.


ამრიგად, რუსეთში სულ 455 ამერიკელი დიპლომატი დარჩება. ამჟამად აშშ-შიც ანალოგიური რაოდენობის რუსი დიპლომატი მუშაობს.


როგორც პუტინმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვს ვაშინგტონის ქმედებებმა აიძულა.


„ჩვენ დიდხანს ველოდით და გვეგონა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ ცვლილებები მალე არ მოხდება. მე ჩავთვალე საჭიროდ, გვეჩვენებინა, რომ ჩვენც არაფერს დავტოვებთ უპასუხოდ", - განაცხადა პუტინმა.


მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონი დაამტკიცეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner