გაზეთი „ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ციანიდის საქმეში" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიასა და მისი მამის, როლანდ ახალაიას კვალი გამოჩნდება.
გაზეთის ჟურნალისტი, წყაროს ინფორმაციით, წერს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას დათა და როლანდ ახალაიების დაკითხვა მოუწევს, რადგან პატრიარქის მოწამვლის გეგმის შედგენასთან მათ კავშირი ჰქონდათ და შესაძლოა, მეტიც - გეგმის შესრულებასაც აკონტროლებდნენ.
„საპატრიარქოში ყველა იმას ამბობს, რომ „ციანიდის საქმეზე" მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ მალე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და მას დაიჭერენ.
წყაროს ინფორმაციით, ამავე საქმეს შეეწირებიან სინოდის წევრები და შესაძლოა, რამდენიმე მაღალი იერარქიის მღვდელმსახური დაიჭირონ", - წერს „ალია" წყაროზე დაყრდნობით.