logo_geo
eng_logo
ამერიკელი სენატორის თქმით, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომს არ გამორიცხავს
- +

1 აგვისტო. 2017. 23:55



ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომს არ გამორიცხავს, თუ ფხენიანი ბალისტიკური რაკეტის შექმნას გააგრძელებს.


სენატორის თქმით, აღნიშნულ თემაზე დონალდ ტრამპმა მასთან პირად საუბარში განაცხადა.


რესპუბლიკელი პოლიტიკოსის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტი ფხენიანსა და მის ლიდერს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შექმნის უფლებას არ მისცემს, რომელსაც აშშ-ზე ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლია.


28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ  ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. გამოცდის ჩატარების ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა, რომელიც ამ პროცესს თავად აკვირდებოდა. რაკეტამ 47 წუთისა და 12 წამის განმავლობაში 998 კილომეტრი იფრინა და იაპონიის წყლების ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.


მედიის ცნობით, ეს გამოცდა მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა აშშ-სთვის „მკაცრი გაფრთხილება იყო".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner