logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ მოკავშირეების გვერდით იქნება რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ
- +

2 აგვისტო. 2017. 21:09

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის დაწესებული სანქციების კანონზე ხელმოწერას გამოეხმაურა.

 

„დღეს ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს. ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას და რომ ჩვენ ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანონი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, ვინაიდან ზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მოლაპარაკებებზე. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამ ხარვეზებისა, ეროვნული ერთობისთვის აღნიშნულო კანონპროექტს ხელს აწერს.

 

„მიუხედავად ამისა, ხელს ვაწერ ამ კანონპროექტს ეროვნული ერთობისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ამერიკელი ხალხის ნებას წარმოადგენს, რომ რუსეთმა ზომები მიიღოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შედგება გლობალურ საკითხებზე და ეს სანქციები საჭირო არ იქნება", - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner