logo_geo
eng_logo
ხვალ სააკაშვილის საქმეზე მასაჟისტ დოროტი შტეინს დაკითხავენ
- +

9 აგვისტო. 2017. 21:51


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე 10 აგვისტოს მასაჟისტ დოროტი შტეინს, იგივე დოქტორ დოტის დაკითხავენ. თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპრეზიდენტის მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეს განიხილავს.


პროკურატურაში აცხადებენ, რომ დოქტორ დოტის დაკითხვა ხვალ იგეგმება, თუმცა მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ აზუსტებენ ქალი თბილისშია, თუ მისი დაკითხვა დისტანციურად (skype) მოხდება.


2009 წლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ახალგაზრდა მასაჟისტი ქალი ჩამოიყვანა. პრეზიდენტთან ვიზიტის შესახებ დოქტორ დოტიმ ინფორმაცია მოგვიანებით საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. საქართველოში ამ ფაქტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალგზარდა ქალი საკუთარი საჭიროებებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე დაიქირავა და ის ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩამოიყვანა. მაშინ საქართველოს სახელმწიფო კანცელარია დოქტორ დოტის შესახებ გავრცელებულ ყველა ჭორს უარყოფდა და აცხადებდა, რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ამ სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა. მასაჟისტის საქმე, პრესაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთ "ღირშესანიშნაობად" მოინათლა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე პროცესი ბოლოს 2 აგვისტოს ჩატარდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner