logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: დენდროლოგიური პარკი შეიქმნება! და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება ქვეყნისთვის!
- +

11 აპრილი. 2016. 23:28


 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ, დენდროლოგიურ პარკზე გაკეთებულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:



„რუსთავი 2"-მა 9 საათიან კურიერში სიუჟეტი გაუშვა დენდროლოგიურ პარკზე. კეთდება თუ არა დენდროლოლიური პარკი არ იციან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ამისთვის მათთან არაა გამოყოფილი მიწაო. თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კომენტარში უხსნის რ2-ს, რომ პარკი მდებარეობს კერძო ტერიტორიაზე. ამის შემდეგ აცხადებენ- ყოფილი პრემიერის წარმომადგენელმა დანამდვილებით არ იცის, შედგება თუ არა დენდროლოგიური პარკის პროექტიო.


"წარმომადგენლად" მომიხსენიეს მე და ჩემი კომენტარიდან ამოჭრეს მხოლოდ ერთი მონაკვეთი. თუმცა იმ ამონაჭერიდანაც არ დასტურდება რ2-ის დასკვნა.


აქ ვდებ ჩემი და 2- ჟურნალისტის საუბრის შინაარსს, რომლის ჩანაწერიც მაქვს და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ:


მე: დენდროლოგიური პარკის შექმნამდე გასავლელია გარკვეული ეტაპები, პარკი ჯერ უნდა მოეწყოს და მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.

2: მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს თუ არა, ამ მიმართულებით რა ხდება?


მე: ჯერ დენდროლოგიური პარკი ხომ უნდა შედგეს და და ამის შემდეგ მისი მესაკუთრე მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ განკარგოს, ვერ ვხვდები ამას რატომ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მუნიციპალიტეტს გადაეცეს, შეიძლება არ გადაეცეს, შეიძლება სახელმწიფოს გადაეცეს, შეიძლება კერძო საკუთრებაში დარჩეს... დენდროლოგიურ პაკრსა და მასში არსებულ უნიკალურ მცენარეებთან სტატუსს რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები

2: ანუ იქნება თუ არა ტერიტორია საჯარო მოხმარების, ამიტომ ვკითხულობ, შეძლებენ თუ არა სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებას, ესაა საინტერესო?

 

მე: რასაკვირველია, დენდროლოგიური პარკები კეთდება იმისთვის, რომ ის დაათვალიერონ სხვა ადამიანებმა, სხვა შემთხვევაში დაერქმეოდა ეზო ან საერთოდ არაფერს დაარქმევდნენ.

2: კიბატონო, მადლობა...

 

ადამიანს, რომელმაც სახელმწიფოს გადასცა ამდენი უნიკალური მეურნეობა, მათ შორის "ჯიღაურა", რომელმაც რეაბილიტაცია ჩაუტარა თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს, ბათუმის ახალგაზრდობის პარკს, შექმნა "პრომეთეს მღვიმის" ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარა ურეკის და ქობულეთის სანაპიროებს, შექმნა სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი, ადამიანმა რომელმაც დააფინანსა 300კმ-ზე მეტი საავტომობილო გზების დაგება, შეაკეთა ასობით ტაძარი და ათობით კულტურული დაწესებულება... რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ქვეყნისთვის გაიღო თითქმის 4 მილიარდი... ასეთ ადამიანს როგორ უნდა დააბრალო უკეთურობა და რატომ უნდა შეუშალო ხელი შენებასა და ქველმოქმედებაში? საერთოდ არანაირი საჭიროება არ იყო აეხსნა თუ სად დარგავდა ოფიციალურად შეძენილ ხეს. ან დარგავდა მას საერთოდ თუ დახერხავდა, იმიტომ რომ ხე მისი საკუთრება იყო. თქვა ადამიანმა, რომ დენდროლოგიურ პარკს ქმნის და დენდროლოგიური პარკი გულისხმობს სწორედ მის გამოყენებას სამეცნიერო და საზოგადო მოხმარებისთვის. რომ არ სდომოდა ამგვარი პარკის გაშენება, არც იტყოდა. ციხისძირში, სადაც შეძენილ იქნა ტიტის ხე, უკვე კეთდება ახალი პარკი და უკვე დარგულია ასზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე, მათ შორის 20 ტიტის ხე. ერთი ხის ტრანსპორტირება (სხვათაშორის ხემ გაიხარა) „რუსთავი2"-მა ლამის ეროვნულ ტრაგედიად წარმოაჩინა, მაგრამ რატომღაც არ გააშუქა იმავე სოფელში 20 ტიტის ხის დარგვა. თუმცა ეს უკვე გასაკვირიც არაა...

მოკლედ, რადგან რუსთავი 2-მა ჩემი კომენტარიდან ვერ გამოიტანა სწორი აზრი, facebook-ით ვეცდები გავახარო- დენდროლოგიური პარკი შეიქმნება! და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება ქვეყნისთვის!


p.s. რუსთავი 2 თუ კიდევ ერთხელ დაამახინჯებს ფაქტებს და კომენტარებს, არ გავუკვირდეთ თუ მათ კითხვებს უბრალოდ დავაიგნორებ. როცა მიკავშირდებით და აზრი გაინტერესებთ, კეთილი ინებეთ და ეს აზრი ნორმალურად მიიტანეთ მაყურებლამდე, თუ არადა, მიჰყევით მუცლითმეზღაპრეობას, რაშიც თქვენთვის ხელის შეწყობას ნამდვილად არ ვაპირებ."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner