ლოლა გოგუაძე ქართველ დედებს მიმართავს და იმ პრობლემის შესახებ წერს, რომელსაც დედა ბავშვის აღზრდის პროცესში ხშირად უშვებს:
„დღეს ქუჩაში ბავშვი წაიქცა. ცოტა წაუტირა, რომ დაინახა არავინ უპირებდა წამოყენებას თვითონვე წამოდგა და თვალებიდან ცრემლებიც შეიწმინდა. ამ დროს რას გააკეთებდა ქართველი დედა? წარმოდგენაც მზარავს. გაგიჟებული მივარდებოდა ბავშვს და დიდი შანსია ბავშვთან ერთადაც ეტირა. კი ყველას უყვარს თავისი სისხლი და ხორცი, მაგრამ ქართველ დედას ეს ავადმყოფობაში გადასდის. შესაბამისად იზრდებიან გაზულუქებული ბავშვები, შემდეგ უკვე მოზრდილობაში 40 წლის ვერშემდგარი ტიპები, რომლებიც ამ ასაკშიც კი დედისთვის ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდიან.
ხშირ შემთხვევაში შემდეგ ან ნარკოტიკებზე, ან სასმელზე, ან უფულობის ჟამს 20 თეთრიან ტაბლეტებზე შეჯდებიან და თვალებდაწითლებული დედა სარკეში ეკითხება საკუთარ თავს თუ ვინ "დაწყევლა". მსგავსი ტიპის ელემენტები გამოირჩევიან საკუთარი დედის გინებით და ასევე "ბედის არ ქონით". გეგონება ცა უნდა გაიხსნას და თავში ოქროს ზოდი უნდა მოხვდეთ. ხელი, რომ გაანძრიონ უტყდებათ. აბა დარაჯად ან მენაგვედ, ან თუნდა კონსულტანტად როგორ ეკადრებათ მუშაობაა, არ ჯობია დედის 150 ლარიან პენსიას დაელოდოს და მაგით იცხოვროს?
სამაგიეროდ ბირჟავიკ ძმაკაცებში აქტიურად განიხილავს ვინმე ანის თემას, რომელიც თურმე ფულის გამო გათხოვდა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ქალს არ მოსწონს შეუმდგარი და წარუმატებელი კაცი. ნუ თუ რა თქმა უნდა, რამე პრობლემა არ აქვს იმასაც აღზდრასთან დაკავშირებით. ყველა ქალს უნდა გვერდით წარმატებული, ჭკვიანი და ასევე მატერიალურად უზრუნველყოფილი კაცი. სხვათაშორის უფრო მარტივია ეგეთებთან ურთიერთობაც და ზოგადად მომავლის დასახვაც.
P.S. იმედი მაქვს ჩემი თაობა მაინც შეცვლის ამ უაზრო მენტალურ პრობლემებს და ჯანსაღ თაობებს აღზრდის. თორემ მომენტებში დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსები ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში მგონია წერდნენ, თორემ რანაირად შეიძლება ასეთი წინაპრების პატრონი ასეთი გამოხვიდე?"