logo_geo
eng_logo
რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
- +

29 აგვისტო. 2017. 00:28


 

„ჩრდილოეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს",- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი" რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა.


როგორც „რია ნოვოსტი" წერს, მამაკაცმა საპასპორტო კონტროლის გავლისას ჯერ რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტი წარადგინა, ხოლო როდესაც მესაზღვრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს საბუთი აღნიშნულ პირს არ ეკუთვნოდა, მან აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი წარადგინა.


„გარემოებების გარკვევისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა მთლიანად ან ნაწილობრივ ყალბი დოკუმენტების რამდენიმე კომპლექტი", -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


რუსული მედიის ცნობით, სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.


ამჟამად სამართალდამცავები არკვევენ, თუ რატომ ცდილობდა მამაკაცი რუსეთის დატოვებას და რა გზით მოიპოვა მან ყალბი დოკუმენტები.


როგორც „რია ნოვოსტი" წერს, ჩრდილოეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დაკავებულის ნათესავებს ასევე აქვთ კავშირი კრიმინალურ საქმიანობასთან, კერძოდ, ნარკოტიკით ვაჭრობასთან.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner