logo_geo
eng_logo
უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კიევში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
- +

8 სექტემბერი. 2017. 23:09


„კიევში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს.


„ეს ამბავი მოხდა ფაქტობრივად 2 საათის წინ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და მანქანასაც გააჩნია ქართული ნომრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ქალი და ბავშვი და ისინი ცოცხლები არიან. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. მოცემულ ეტაპზე ეს არის სრული ინფორმაცია, რისი თქმაც შემიძლია. ეს ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებას დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


შეგახსენებთ, კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" დაიღუპა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner