logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ – სწორედაც რომ დახვეწილი და ძალიან მიმზიდველია
- +

21 სექტემბერი. 2017. 15:41


 

ექსპერტების შეფასებით, იდეალური სლოგანი 2-დან 4 სიტყვას მოიცავს. ის უნდა იყოს გასაგები, ასახავდეს კანდიდატის პოლიტიკურ შეხედულებებსა და კონცეფციას. სერიოზული და სოლიდური პარტიები ამ მნიშვნელოვანი წესის დაცვას ყოველთვის ცდილობდნენ.  


როგორი სლოგანები აქვთ ამ საარჩევნო მარათონზე მერობის კანდიდატებს, ვის უფრო დახვეწილი, სერიოზული და შინაარსიანი კამპანია მიჰყავს და როგორია მონაწილეთა შანსი. ექსპერტების უმეტესობა ერთხმად აღიარებს, რომ ლიდერი ამ მარათონზე კახა კალაძეა.  „პრაიმტაიმი" სლოგანებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას დაუკავშირდა: 


„რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი - „სიცოცხლით სავსე ქალაქი" - სწორედაც რომ დახვეწილი და ძალიან მიმზიდველია. 
სხვების სლოგანები მაინცდამაინც  ჩამოყალიბებული არ არის. „გუგავა მოვა" თუ ჩაითვლება სლოგანად, არ ვიცი... 

 

ელისაშვილი, სხვათა შორის, ორიგინალურობით გამოირჩევა: ის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს; მეორეც,  მისი კამპანია არაფერს არ ჰგავს. ვერ ვხედავ კამპანიის პრინციპებს, ვერ ვხედავ სტრატეგიას. არადა, კამპანია დაწყებული უნდა იყოს და პირველი ეტაპი,  წესით, გავლილიც. მაგრამ ელისაშვილის შემთხვევაში ეს არ ჩანს. ის, რომ ჩემი უფროსი იქნება მხოლოდ ხალხი, სლოგანად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ძნელად გასაგები ფრაზაა. კი, შინაარსი აქვს, მაგრამ ამომრჩევლისთვის რამდენად გასაგები და სერიოზულად აღქმადია ის, რომ მას უფროსად ხალხი ეყოლება, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ეს  სპონტანური ფრაზაა, ისევე როგორც თავად ელისაშვილის ფიგურა - მას, ასე ვთქვათ, ბავშვური ჩანაფიქრი აქვს, გახდეს მერი. რატომ ბავშვური ჩანაფიქრი? იმიტომ რომ რეალურად წარმოუდგენელია, ქალაქის მერი გახდეს ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საკრებულოსთან, ქვეყნის მმართველ ძალასთან, პარლამენტთან, მთავრობასთან. კრიტიკა და მხოლოდ უარყოფითი  მუხტის შემოტანა და იმის ძახილი: ის არ ვარგა, ის ცუდია, მე დავამარცხებ კორუფციას, მე ხალხს დავუჯერებ და ასე შემდეგ, არასერიოზულად აღიქმება. დაფიქრებული ამომრჩეველი მიხვდება, რომ ელისაშვილი მაინც უფრო პოპულისტური ხმა და პოპულისტური ფიგურაა. 



საზოგადოებას სჭირდება რაციონალური ლიდერი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ეფექტურად გადაჭრის. ეს პრობლემები მხოლოდ პროტესტის გამოხატვით და მხოლოდ წინააღმდეგობებით არ გადაწყდება. ამას სჭირდება შეთანხმება, ამას სჭირდება პროფესიონალი, სჭირდება ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხალხს რომ შეეკითხო, გეტყვის, მასე არ უნდა გააკეთოო. ხალხი ყოველთვის მართალი არ არის. ხალხმა შეიძლება გარკვეულ მომენტში პროტესტი გამოხატოს ემოციურად", -
განაცხადა ბიგვავამ.










 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner