აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მშვიდობიან სულისკვეთებას არ იცავს.
„ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ. ისინი შეთანხმების სულისკვეთებას არ იცავდნენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ამერიკამ არ უნდა დაუშვას, რომ „თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს".