logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინი: აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის გაგუდვას
- +

8 ოქტომბერი. 2017. 14:38


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკისა და სარაკეტო-ბირთვული პროგრამის პარალელურ განვითარებას განაგრძობს.


კიმ ჩენ ინმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები.

 

„აშშ ცდილობს ქვეყნის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას", - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.


კიმ ჩენ ინის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ „პარალელური განვითარების პოლიტიკა სრულიად გამართლებული აღმოჩნდა და ქვეყანა ამ გზით სვლას განაგრძობს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner