ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკისა და სარაკეტო-ბირთვული პროგრამის პარალელურ განვითარებას განაგრძობს.
კიმ ჩენ ინმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები.
„აშშ ცდილობს ქვეყნის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას", - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ „პარალელური განვითარების პოლიტიკა სრულიად გამართლებული აღმოჩნდა და ქვეყანა ამ გზით სვლას განაგრძობს".