logo_geo
eng_logo
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი დაიკითხება
- +

10 ოქტომბერი. 2017. 02:22



ექსპრეზიდენტისა და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი დაიკითხება.


7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში" შეჭრის საქმეზე ჩვენება გიორგი ჯაოშვილმა უნდა მისცეს. საქმის პროკურორების განმარტებით, ჯაოშვილს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს პატარკაციშვილის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.


საუბარია ტელეკომპანია „იმედზე" და მთაწმინდის პარკზე. ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი გიორგი ჯაოშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მედიაში აცხადებდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა. ჯაოშვილს სურდა ინფორმაციის მიწოდება პარლამენტისთვის, ან სასამართლოსთვის. მისი თქმით, ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, რაც უშუალოდ ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას ეხება.


7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში" შეჭრის ეპიზოდებთან ერთად, ამ საქმეში გაერთიანებულია ქონების გასხვისების ეპიზოდიც.


საქმეზე ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან.


პროცესი 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner