რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წლიური შემოსავალი გაიზარდა და 2015 წელს 135,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციიის მიხედვით, პუტინი 1 500 კვადრატული მეტრს მიწის ნაკვეთის, 77 კვადრატული მეტრი ბინისა და ავტოფარეხის მფლობელია. მის საკუთრებაშია ასევე რუსული წარმოების სამი ავტომობილი.