logo_geo
eng_logo
კიევში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
- +

17 ოქტომბერი. 2017. 19:07



კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელი.


აქციის მონაწილეები გრუშევსკის ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან კარვების შეტანას და დადგმას ცდილობდნენ, რაც პოლიციელებმა აღკვეთეს.


„აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჯებირი დააზიანეს. აღნიშნულს შეტაკება მოჰყვა. ერთი პოლიციელი დაშავდა", - აცხადებენ უკრაინის შს სამინისტროში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner