კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელი.
აქციის მონაწილეები გრუშევსკის ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან კარვების შეტანას და დადგმას ცდილობდნენ, რაც პოლიციელებმა აღკვეთეს.
„აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჯებირი დააზიანეს. აღნიშნულს შეტაკება მოჰყვა. ერთი პოლიციელი დაშავდა", - აცხადებენ უკრაინის შს სამინისტროში.