ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიას განცხადებით, ესპანეთის მთავრობა გამოიყენებს კონსტიტუციის 155-ე მუხლს, რომელიც კატალონიის ავტონომიური სტატუსის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეაზე არ იტყვის უარს.
„ჩვენი მოთხოვნა ნათელია. თუ ისინი გვიპასუხებენ, ჩვენ კონსტიტუციის 155-ე მუხლს გამოვიყენებთ. მიზანი - კატალონიის ავტონომიის აღდგენა, კატალონიის მოქალაქეთა უფლებების უზრუნველყოფა, მათი დამშვიდება და ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფაა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
გასულ კვირაში ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა მოსთხოვა კატალონიის ხელისუფლებას, განემარტათ, გამოაცხადეს თუ არა მათ დამოუკიდებლობა.
ორშაბათს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ დასმულ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია.