ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაიდუგუში მომხდარი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 მძიმედ დაიჭრა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოახდინეს.
ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ცნობით, თავი სამმა ტერორისტმა აიფეთქა.
ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.