ესპანეთის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა ინიოგო მენდესმა გაზეთ „The Times"-თან საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს, თუ სეპარატისტები რეგიონში სიტუაციის დარეგულირებას ხელს შეუშლიან.
„არც ერთ ხელისუფლებას არ სურს ძალადობის არანაირი აქტი, მაგრამ ხელისუფლებამ კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს. და თუ მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ კანონმორჩილება, ჩვენ მოსოს დ'ესკვადრის (კატალონიის პოლიციის სახელწოდება) მეშვეობით უნდა აღვადგინოთ კანონი", - განაცხადა ინიოგო მენდესმა.
მისივე თქმით, ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ავტონომიის სტატუსს არ შეუჩერებს.