უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო „facebook"-გვერდზე წერს, რომ საპრეზიდენტო ამბიციები მას კვლავ აქვს.
„ეს სიტყვები ცოტა არათავმდაბალი იქნება, მაგრამ მე ღრმად მჯერა, რომ უკრაინას პრეზიდენტ იუშჩენკოს პოლიტიკური კურსი სჭირდება, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. მე არ მომიწერია ხელი მოღალატეობრივ ხელშეკრულებაზე გაზთან დაკავშირებით, რუსეთისთვის არ ჩამიბარებია ყირიმი, არ ჩამიბარებია აღმოსავლეთ დონბასი. მე უკრაინელ ერს პატიოსნად და პროფესიონალურად ვემსახურე და ახლა არაფერს ვნანობ", - წერს იუშჩენკო.