უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე კენჭი ისევ იყაროს.
„თავმდაბალი არ ვიქნები და ვიტყვი, რომ უკრაინას პრეზიდენტ იუშჩენკოს პოლიტიკური კურსი სჭირდება. მე არ მომიწერია ხელი მოღალატეობრივ ხელშეკრულებაზე გაზთან დაკავშირებით, არ ჩამიბარებია ყირიმი, არ ჩამიბარებია აღმოსავლეთ დონბასი. მე უკრაინას პატიოსნად ვემსახურე ", - დაწერა იუშჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2005-2010 წლებში იკავებდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს გაიმართება.