logo_geo
eng_logo
სომალის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
- +

28 ოქტომბერი. 2017. 20:35



BBC-ის ინფორმაციით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილში ჩამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად ააფეთქა.


„ალ-არაბიას" ცნობით, ორი აფეთქება მოხდა. ერთი სასტუმრო „მოგადიშოსთან" და მეორე - პრეზიდენტის სასახლესთან.


დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


აფეთქება მოგადიშოში 14 ოქტომბერსაც მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მაშინ 350-მდე ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სომალიში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტებიდან უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის" მიერ არის ორგანიზებული, რომელიც „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი დანაყოფია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner