თურქეთის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" 4 წევრი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ სტამბოლში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმას გეგმავდნენ.
დაკავებულთა შორის ორი ქალია. სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ეჭვმიტანილს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა. ამ დროისთვის, ის გადაყვანილია საავადმყოფოში.