BBC-ი წერს, რომ Twitter-მა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველი როჯერ სტოუნის ანგარიში დაბლოკა. ამის მიზეზი კი ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები გახდა, რის გამოც სტოუნი სოციალური ქსელის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის გვერდი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მან უხეში და ჰომოფობიური პოსტი დაწერა ჟურნალისტებზე, მათ შორის CNN-ის წამყვანზე დონ ლემონზე, რომელიც ღიად გეია.
სოციალურ ქსელში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, სამუდამოდ დაბლოკეს სტოუნის გვერდი თუ დროებით.
როჯერ სტოუნი 1970-იან წლებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის თანამშემწე იყო, შემდეგ ის პოლიტიკური კონსულტანტი გახდა.