logo_geo
eng_logo
Twitter-მა დონალდ ტრამპის მრჩეველის ანგარიში დაბლოკა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 23:56


BBC-ი წერს, რომ Twitter-მა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველი როჯერ სტოუნის ანგარიში დაბლოკა. ამის მიზეზი კი ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები გახდა, რის გამოც სტოუნი სოციალური ქსელის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის გვერდი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მან უხეში და ჰომოფობიური პოსტი დაწერა ჟურნალისტებზე, მათ შორის CNN-ის წამყვანზე დონ ლემონზე, რომელიც ღიად გეია.


სოციალურ ქსელში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, სამუდამოდ დაბლოკეს სტოუნის გვერდი თუ დროებით.


როჯერ სტოუნი 1970-იან წლებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის თანამშემწე იყო, შემდეგ ის პოლიტიკური კონსულტანტი გახდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner