აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული 470 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა. მათ შორისაა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის პირადი დღიური.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტები 2011 წლის მაისში მიიღეს. დღიურში კი არის ჩანაწერები, რომელიც ბინ ლადენმა გარდაცვალებამდე გააკეთა.
გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აუდიო, ვიდეო და სისტემური მასალებიც გამოაქვეყნა. დოკუმენტებს შორისაა ბინ ლადენის შვილის ფოტო.
2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა. 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ბინ ლადენი მის კერძო რეზიდენციაში, აბოტაბადში მოკლეს. რეზიდენციაში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.