აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ კვირას ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდებიან. მხარეები აზიის ეკონომიკურ სამიტზე სირიაში არსებულ საკითხებს განიხილავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს ჰამბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრის გარდა, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მეორე შეხვედრაც შედგა.