კომპანია Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც გაზეთ „Helsingin Sanoma"-ის დაკვეთით ჩაატარა ფინელების უმეტესობა (59%) თავისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის.
გამოკითხულთა მხოლოდ 22 % ამბობს, რომ NATO-ში ქვეყნის გაწევრიანება სურს. ამ ეტაპზე გამოკითხული ფინელების 19%-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების, განათლების და სოციალური მდგომარეობის პირები გამოდიან.
გამოცემის ცნობით, საინტერესოა ფინელების პოზიცია, თუკი შვედეთი NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება. დანია და შვედეთი თავდაცვის მიმართულებით მსგავსს პოლიტიკას ატარებენ. გამოცემის ცნობით, თუკი შვედეთი NATO-ს წევრი გახდება, ფინეთშიც გაიზრდება NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი.
კვლევის თანახმად, ფინეთში NATO-ს წევრობის მსურველთა რიცხვი 2014 წლის შემდეგ გაზრდილია. ამ წელს NATO-ს მომხრეთა რიცხვი გამოკითხული ფინელების მხოლოდ 16-19% იყო.
„მთავარი ფაქტორი, თუ რატომ აძლევენ ხმას ფინელები NATO-ში გაწევრიანებას ეს მეზობელ ქვეყნებში რუსული პოლიტიკაა, თუმცა ამავე დროს აშშ-ს პოლიტიკა მათ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართ უარყოფით მოლოდინს უქმნის", - აცხადებს ფინეთის საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი მათი ნესუნი.