ინგუშეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბლოკ-საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად საგზაო-საპატრულო სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ერთი - დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა იანდარის რაიონში მოხდა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ბლოკ-საგუშაგოსთან თავი აიფეთქა, დანარჩენმა სამმა კი ცეცხლი გახსნა.