logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩვენ შევაჩერებთ ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას
- +

6 ნოემბერი. 2017. 15:11



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შეაჩერებს ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას.


„ჩვენ შევაჩერებთ ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას. ჩვენ ვბლოკავთ შეტევებს იუდეურ-ქრისტიანულ ფასეულობებზე", - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპმა ასევე კიდევ ერთხელ შეუტია უკანასკნელ წლებში აშშ-ში ლიბერალური პოლიტკორექტულობის გავლენით დამკვიდრებულ მოცემულობას, როცა საზოგადოების ნაწილი გამოთქმა „ბედნიერ შობას გისურვებთ" აღარ იყენებდა და მის ნაცვლად ერთმანეთს ბედნიერ არდადეგებს უსურვებდნენ.

 

„ისინი აღარ იყენებენ სიტყვა შობას, რადგან ეს პოლიტიკურად კორექტული არ არის. ჩვენ კვლავ ვიძახით, ბედნიერ შობას გისურვებთ", - განაცხადა ტრამპმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner