უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის გათავისუფლებას. ავაკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა 31 დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა 102 დეპუტატი.
31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს არსენ ავაკოვის შვილი - ალექსანდრე ავაკოვი. ასევე დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩიბოტარია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მათ ბრალად ედებათ 14 მილიონი გრივნის დატაცება ბიუჯეტიდან. თავის მხრივ არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ მის შვილს 1 კაპიკიც არ მოუპარავს ბიუჯეტიდან.
დეპუტატების მცირე ნაწილი ითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას გამოძიების დასრულებამდე. თუმცა, რადამ გადაწყვიტა, რომ ის ამ თანამდებობაზე დარჩება.