logo_geo
eng_logo
აშშ-ზე დარტყმის შესახებ ჩრდილოეთ კორეისგან წერილი ვლადიმირ პუტინმა მიიღო
- +

11 ნოემბერი. 2017. 20:54



სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ფხენიანი მზად იყო, აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა.


„წერილის შინაარსის შესახებ, ამერიკულ მხარეს გადაეცა ინფორმაცია, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა საკუთარი პოზიცია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით შეცვალა", - განუცხადა სააგენტოს კონფიდენციალურმა წყარომ.


წერილი, ჩრდილოკორეულმა დელეგაციამ პუტინს, ფედერაციის სპიკერის ვალანტინა მატვიენკოს საშუალებით გადასცეს. მატვიენკოს თქმით, ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი, განსაკუთრებით, გაეროში დონალდ ტრამპის გამოსვლამ გააღიზიანა.


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.


3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო. კიმ ჩენ ინის თქმით, მეექვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner